გიული ალასანია – სააკაშვილზე: უფრო მხნედაა, კვებას მოუმატა, თუმცა, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კვებას მოუმატა და თავს მხნედ გრძნობს.

ალასანიას თქმით, მას ექიმები ეუბნებიან, რომ სააკაშვილის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს.

„რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა. თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები