არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას სჭირდება კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. ეს კანონი სჭირდება ყველას ერთად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში არეულობა, დესტაბილიზაცია, შესაძლო მსხვერპლი და საზოგადოების ზოგჯერ გულწრფელი პროტესტის გამოყენება რადიკალების მიზნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პრობლემა არ არსებობს.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს ჰქონია პრობლემა თავისი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის კუთხით. ერთადერთი, ვისზეც კანონის მიერ რეაგირება იყო და მომავალშიც იქნება, არიან ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციას ახდენენ, თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.