პრემიერი: შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისთვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისთვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია.

გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები