“ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი” – მიხეილ სარჯველაძე
“სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი თავისი მიხეილ სააკაშვილითა და ყველა იმ ადამიანით, ვინც ცდილობს, რომ ამომრჩეველს დესტაბილიზაცია შესთავაზოს, დესტაბილიზაციაზე ფიქრის არც საფუძველი, არც მიზეზი არ არსებობს და ბუნებრივია, ამის უფლება არავის აქვს“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამას თავადაც კარგად ხვდებიან, ამიტომ, წინასწარ იმზადებენ პლაცდარმს, რადგან შემდგომ განაცხადონ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის არჩევნების დროსაც ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთი მტკიცებულებაც წარმოდგენაც კი ვერავინ შეძლო.
ახლაც, წინასწარ იციან რა, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი, შეეცდებიან, ისე წარმოადგინონ, თითქოს არჩევნებისთვის რაღაც პრობლემას აქვს ადგილი და შემდგომ რევოლუციური სცენარების განვითარებაზე იფიქრონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.