“ეს დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში ბოლო დღეებს ითვლის” – რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“
“ეს დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში ბოლო დღეებს ითვლის’, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ძალიან დიდი სირცხვილი. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, დაწყებული სააკაშვილიდან, დამთავრებული ხაბეიშვილით, მით უკეთესი იქნება, რადგან ეს დასკვნის გამოტანას გაუადვილებს, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.