“ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში, მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს, საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის” – გია ვოლსკი
“ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში – მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს – საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის – არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ბრიუსელის დერეფნებში სირბილი აძლიერებს”,- ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კითხვას, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გავლენა მოახდინოს და, ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.
“თავი დააყენეთ იმ პოლიტიკოსის ადგილას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი შესაძლოა, რუსეთს დაუკავშირდეს, თუკი არსებული ხელისუფლება დარჩება. მას გარკვეული პოლიტიკური ხედვები გააჩნია, ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი გააჩნია… გარდა ამისა, ბევრს არც ის უნდა, რომ ისედაც მუხლებზე დაცემული ოპოზიცია საერთოდ გაქრეს და განადგურდეს.
იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოს ახასიათებს, ბევრს არ უნდა, რომ საქართველოს, საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში – მხედველობაში “შუა დერეფანი“ მაქვს – ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის. არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც აძლიერებს როგორც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, ვინც იქ ხვდებიან იმათი შეხედულებები და აზრიც – ასე რომ, დესტაბილიზაციის იდეის თანაავტორი არიან.
ავიღოთ ზელენსკი – უკრაინის სიტყვას საკმაოდ დიდი წონა აქვს. როდესაც ის მიტინგზე გამოდის და ხელისუფლების გადაგდებას და საზოგადოების მიერ რევოლუციური პროცესის განვითარებას ითხოვს, როდესაც ქვეყნიდან ელჩი მიჰყავს, ხოლო ჩვენს ელჩს უკრაინიდან დაუმსახურებლად კინწისკვრით აგდებს, რა თქმა უნდა, სხვა ვერაფერს იფიქრებ, რომ ეს არის გარკვეული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ხელს ის მოღალატეობრივი ნაბიჯები უწყობს, რასაც ჩვენი არა ერთი პოლიტიკური ოპონენტი – სინამდვილეში კი, რევოლუციური კომიტეტის წევრები სჩადიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.