ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  დასაფასებელია ის ფაქტი, რომ გუშინ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„მე ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ალი ასადოვს. მე მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიან მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვართ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს, ყველას, მოწვეულ სტუმრებს და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები