“სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციები არა თუ დაპირისპირებულია გარკვეულ ინტერესებთან, არამედ პოლიტიკურად უზნეოა, მას მავნებლობა არ უნდა ეპატიოს” – გია ვოლსკი

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები მთავრობის პოზიციებს არ ეთანხმება, ძალიან მსუბუქად ნათქვამია, რადგან პრეზიდენტის პოზიციები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მისი პოლიტიკური პოზიციები არა თუ დაპირისპირებულია გარკვეულ ინტერესებთან, არამედ არის პოლიტიკურად უზნეო!“, – ამის შესახებ პარლამენტში პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არანაირი საფუძველი არ აქვს ჯარში ახლად შესულ ახალგაზრდებს ფიცის დადებისას უთხრას, რომ ხელისუფლების მიერ გარკვეული „მოდელირებული ქრონიკა“ იდგმება და ამას რუსეთთან შეთანხმებით აკეთებს. მას ამის თქმის არა თუ საფუძველი არა აქვს, არამედ გამიზნულად აკეთებს. ამას მავნებლობა ჰქვია, რომელიც არ უნდა ეპატიოს, როგორი პოლიტიკური გეგმებიც არ უნდა დასახოს. ეს საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პოზიციის მასხრად აგდებაა – აქ „კინკლაობა“ შეუსაბამო სიტყვაა და მისი გამოყენება არ შეიძლება… როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ინტერესები არ შეესაბამება არა თუ მთავრობის, არამედ, საქართველოს მომავლის ინტერესს და მთავრობა ვერ მოგცემს მანდატს საზღვარგარეთ იმ პოზიციით წასვლაზე, რითაც წასვლას აპირებ, კონსტიტუციაში წერია, რომ ასე წასვლა არ შეიძლება.

უფრო მეტსაც გეტყვით – საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს პოზიციებში სრული თანხმობა რომ ჰქონდეთ, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით პრეზიდენტის საზღვარგარეთ წასვლის დრო და ვითარება არ არის, მანდატის არმიცემა ამ შემთხვევაშიც ნორმალური და დასაშვებია, მაგრამ როცა უარი ძლიერდება და მძიმდება იმით, რაზეც ახლა ვისაუბრე, ზედმეტი კითხვა აღარ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები