ირაკლი ნადირაძე: ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ნადირაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის “ფეისბუქ” პოსტს გამოეხმაურა.

“ეს სტატუსი არ მინახავს, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი – ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ რუსებთან პირისპირ. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ უკეთესი პენსია, უკეთესი სამუშაო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება. ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – აცხადებს ნადირაძე.

ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები