ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებთან საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ ისაუბრა. ლექციის მანძილზე, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.