რა ვითარებაა ღაზას სექტორში, სადაც საავადმყოფო დაბომბეს (ფოტო)

პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ათასობით დევნილი აფარებდა თავს, როდესაც ის დაიბომბა.

პალესტინელი ოფიციალური პირები მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდართან კავშირი უარყვეს და განაცხადეს, რომ დაბომბვა გამოწვეული იყო პალესტინის “ისლამური ჯიჰადის” ჯგუფის მიერ „უვარგისი რაკეტის გაშვებით“.

ამავდროულად, ღაზაში ჯანდაცვის სერვისები ზღვარზეა და საკვებისა და წყლის მარაგი იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები