“გადაარჩინეთ პალესტინელები” – მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ვაშინგტონში, სიდნეიში, რაბათსა და ჯაკარტაში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებმა პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გააკრიტიკეს, – ამის შესახებ გერმანული პორტალი Tagesschau წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრაციები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები კი არაერთი ქალაქის ხელისუფლებამ მიიჩნია საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველად და აკრძალა.

პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, ასობით დემონსტრანტი პალესტინის დროშებით შეიკრიბა „გაათავისუფლეთ პალესტინა”. სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

„მე მინდა ომის შეჩერება”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჰმედ აბედმა.

შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქციები როგორც ისრაელის მხარდამჭერებმაც გამართეს.

ავსტრალიაში, 5000 კაცი შეიკრიბა პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე. აქციის მონაწილეებმა ღაზის სექტორში ისრაელის შეჭრა დაგმეს.

The Guardian Australia-ს ცნობით, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ადელაიდასა და მელბურნში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაში.

მაროკოს ქალაქ რაბათის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო დემონსტრაციაზე, სადაც ისრაელის დროშები დაწვეს.

ჯაკარტაში საპროტესტო დემონსტრაციაზე 2 000 ადამიანი გამოვიდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „გადაარჩინეთ პალესტინელები”, „მოდით, ვილოცოთ ომის დასრულებისთვის”.

მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა ბანდუნგში, იოგიაკარტაში, სოლოსა და მედანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები