“ჰამასის” თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა

დაჯგუფება “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გარდა ამისა, დაშავებულია დაახლოებით 3300 ადამიანი, მათ შორის 28 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია, 350-ის კი – ძალიან მძიმე.

ასევე, ამ დრომდე უცნობია დაახლოებით 150-მდე მძევლის ბედი, რომლებიც “ჰამასის” მიერ არიან გატაცებული.

ისრაელის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ გატაცებულები, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები