როგორ გამოიყურება ღაზას სექტორი “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად (ფოტო)

ისრაელის 22 დასახლებულ პუნქტზე 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმას ისრაელის და უცხო ქვეყნის, სულ მცირე, 900 მოქალაქე ემსხვერპლა, ათასობით დაშავებულია.

7 ოქტომბრიდან ისრაელი ღაზას სექტორში “ჰამასის” სამიზნეებს ანადგურებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის “ჰამასის” და სხვა დაჯგუფებების 700 სამიზნეა განადგურებული, რომელთა შორის არის სამეთაურო პუნქტები, იარაღის საწყობები, ტერორისტების ლიდერთა სახლები და სხვა.

IDF-ში აცხადებენ, რომ “ჰამასს” სამეთაურო პუნქტები ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით აქვს მოწყობილი, რითაც ხალხს საფრთხეს უქმნის.

ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრიდან, სულ მცირე, 700 ადამიანია დაღუპული.

უცხოური მედია ავიაიერიშების შედეგად ღაზაში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები