პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და მძიმე ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმაროს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმაროს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები