სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კანადის პოლიციის ატაშესთან შეხვედრა გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, საქართველოში კანადის სამეფო პოლიციის ატაშეს დონოვან ტაიტს შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კოკა კაციტაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და კანადასთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლობის პერსპექტივები კანადაში, ონტარიოში მდებარე სპეციალური საგამოძიებო განყოფილებასთან (SIU) და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მდებარე დამოუკიდებელ საგამოძიებო ოფისთან (IIO). კოკა კაციტაძემ კანადის პოლიციის ატაშეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – ნათია ფირაშვილი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი ანა ქუთათელაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები