რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესის რეგიონზე იერიში მიიტანეს.
კერძოდ, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, განადგურებულია ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა.
„განადგურდა მარცვლეულის საცავი, ადმინისტრაციული შენობები და სატვირთო მანქანები – დაიწვა 9 სატვირთო მანქანა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ “ორლოვკას” საბორნე გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია.