“ეს ის შემთხვევაა, რაც მეტს ილაპარაკებ, მეტ შეცდომას დაუშვებო, რეაქციას აზრი აღარ აქვს, იმდენ არაკომპეტენტურობას ვისმენ” – ამირან სალუქვაძე

„ეს ის შემთხვევაა, რაც მეტს ილაპარაკებ, მეტ შეცდომას დაუშვებო.
რეაქციას აზრი აღარ აქვს, იმდენ არაკომპეტენტურობას ვისმენ.
კანცლერთან შეხვედრა არაა მოლაპარაკებებიო. ის ქვეყანას წარმოადგენდაო.
ჯერ ერთი, მოლაპარაკებებია. მოლაპარაკებებს აქვს ვიწრო და ფართო გაგება.
მეორე, ეგრეც რომ იყოს, მაშინ სად წარმოადგენდა საქართველოს? ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა? კანცლერთან ან ევროსაბჭოში წარმოდგენა არაა საერთაშორისო არენა? ესე იგი, ასრულებდა საერთაშორისო წარმომადგენლობას ანუ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებდა?“, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ამირან სალუქვაძე პრეზიდენტის უცხოეთში უნებართვო ვიზიტებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს.

“ჰოდა, მაგას ითხოვს კონსტიტუცია და მისი 52-ე მუხლი, საერთაშორისო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას მთავრობის თანხმობით.

თუ კანცლერთან შეხვედრა არ არის საერთაშორისო ურთიერთობები?
რაღაც ახალ ხაზზე გავიდნენ, მაშინ არღვევს, თუ მთავრობისთვის ვალდებულება მოაქვსო. თუ ვალდებულება არ მოაქვს, მაგრამ მთავრობას ან ქვეყანას აზიანებს?
თუმცა ამ მსჯელობაში შეყოლა უაზრობაა. სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ან ორგანიზაციებში აქტივობა, არის საერთაშორისო ურთიერთობები და წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელზეც კონსტიტუცია ითხოვს მთავრობის თანხმობას.

სასაუბროებს აფრიალებდნენ. სასაუბრო ყოველი ვიზიტის წინ ახალი უნდა შედგეს. შესაბამისად ეჭვი მეპარება უნებართო ვიზიტების სასაუბროები იყოს.
ერთი სიმართლე თქვეს, კონსტიტუციაში ყველაფერს ვერ დაწერო. დიახ. ცოდნა და პოლიტიკური კულტურაა საჭირო მის აღსაქმელად და სწორად შესასრულებლად.
სასამართლოს მსვლელობაზეც დავასრულე. ჩემთვის ამოიწურა“, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები