დავით ქართველიშვილი: პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი მისი ორივე წარმომადგენლის მოსმენისას

“რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტს ორი გზა ჰქონდა – ან დაეიგნორებინა ეს სასამართლო პროცესი, ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები ეპოვა, ვინც ყველაფერზე იყო წამსვლელი. “პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი მისი ორივე წარმომადგენლის მოსმენისას. აქამდე ჯერ კიდევ ზედაპირზე ტივტივს ახერხებდა, ხოლო ამათმა ხომ საბოლოოდ ჩაძირეს. პრინციპში, ამ ჩიხურ და თავიდანვე წამგებიან პოზიციაში, სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ? ან საერთოდ იგნორი უნდა გამოეცხადებინა სასამართლო მოსმენისადმი, იქ თავის წარმომადგენლობაზე უარის თქმის ჩათვლით. ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები მოეძებნა, ვინც გარკვეული ფინანსური პრეფერენციის სანაცვლოდ ამ სუიციდურ სიტუაციაში შევიდოდა თუნდაც საკუთარი სარეპუტაციო ზიანის ხარჯზე. რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის. მაგრამ ერთი და იგივე საგანში, ერთსა და იგივე უმაღლეს სასწავლებელში (თუ არ ვცდები?) ორი ლექტორის – კობახიძის და კოპალეიშვილის სტუდენტები ამ “დუელს” ხომ ადევნებენ თვალყურს? თსუ-ს ბაზაზე ამ სტუდენტებს შორის რაიმე “ბატლი” რომ შედგეს, გავანებოთ თავი მოგებულს, რაც ჩემში ეჭვსაც არ იწვევს, უნივერსიტეტი ორივე მხარეს ერთნაირ დიპლომს გადასცემს?” – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები