ვენეციაში ესტაკადიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ამის შესახებ ANSA იტყობინება.
ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
მან მომხდარს “დიდი ტრაგედია” უწოდა.
მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ღობეს შეეჯახა და 10 მეტრის სიმაღლიდან რკინიგზის ლიანდაგზე გადავარდა. ამის შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა.
რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ძაიას თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის როგორც იტალიის, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:45 საათზე მოხდა, მისი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, მატეო სალვინი ვარაუდობს, რომ ავარია შესაძლოა, იყოს გამოწვეული იმით, რომ მძღოლი უეცრად ცუდად გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.