პაკისტანში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა – სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული, თუმცა, ნანგრევებში შესაძლოა, 40-მდე ადამიანი რჩებოდეს

პაკისტანში ჰაიბერ პახტუნხვას პროვინციის ჰანგუს რაიონის მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ გამოცემა Dawn-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

დაშავებულია ხუთი პირი.

პოლიციის წარმომადგენელმა, ნისარ აჰმედმა თქვა, რომ აფეთქების შედეგად მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა, რომლის ნანგრევებში შესაძლოა, 30-40 ადამიანი იმყოფებოდეს.

დღეს პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ მასტუნგში, ასევე, მეჩეთთან აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო ცნობით, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლება ტერაქტს არ გამორიცხავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები