ბავშვები, რომლებსაც წვრილმანი ქურდობისთვის კატორღული შრომა და ციხე მიესაჯათ
1870-იანი წლების პორტრეტებში, რომლებიც ტომ მარშალმა გააფერადა, ბავშვები ზედმეტად მკაცრი და სერიოზული გამომეტყველებით უყურებენ ობიექტივს. წვრილმანი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ძირითადი საჭიროების ნივთების, საკვებისა და ტანსაცმლის ქურდობა, ბავშვებს შრომას ან საერთოდაც, ციხეს უსჯიდნენ. ამ პორტრეტებში ყველა ბავშვი ღარიბი ოჯახებიდანაა. მათი სასჯელი განსხვავდება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით – ათდღიანი მძიმე შრომიდან ორთვიან პატიმრობამდე.
„მე ფერებს ვადებ საარქივო ფოტოებს, რათა გავაცოცხლო მსჯავრდადებული ბავშვების სახეები, რომელთა ცხოვრებაც მძიმე და სავალალო იყო. ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ წარმოიდგინონ, რა საშინელება გადაიტანეს ამ ბავშვებმა,” – ტომ მარშალი.
ასეთი ფოტოების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ რეალური ადამიანები, რომლებიც საზოგადოების დაბალი ფენიდან იყვნენ და მართლაც იბრძოდნენ გადარჩენისთვის.
აღნიშნული პორტრეტები დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლში ციხის ნანგრევებს შორის აღმოაჩინეს.