ყარაბაღი უკვე 13 550-მა სომეხმა დატოვა

მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკაში 26 სექტემბრის 08:00 საათის მდგომარეობით გადასული სომხების რაოდენობა 13 550 მოქალაქეს შეადგენს.

ამის შესახებ Armenpres-ს სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აღინიშნება, რომ მათგან 11 000-ზე მეტი სარეგისტრაციო მონაცემები უკვე შედგენილია, 2 550 ფიზიკური პირის საჭიროება კი ამ დრომდე იდენტიფიცირების სტადიაზეა.

სომხეთის მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც არ აქვს ფიქსირებული საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფს შესაბამისი თავშესაფრით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები