მთიანი ყარაბაღი 3 ათასამდე სომეხმა დატოვა – ერევანში დევნილების განთავსება მიმდინარეობს

მთიანი ყარაბაღი 2900-მა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

რადიო Azatutyun-ი იყობინება, რომ ერევანში სომხების პირველი ავტობუსების ჩასვლა 24 სექტემბერს დაიწყო.

პირველ ჯგუფში დაახლოებით 400 ადამიანი იყო, სომხეთის საზღვარზე, ჰაკარის ხიდზე საგუშაგოს გავლით, კვირა საღამოს რუსი “სამშვიდობოების” თანხლებით ჩავიდა. ესენი იყვნენ ყარაბაღის სამი სოფლის მცხოვრებლები.

საგუშაგოზე ,,წითელი ჯვრის,, მანქანებიც მივიდა, რომლებითაც ერევანში მძიმედ დაავადებული და  დაჭრილი 23 ადამიანი გადაიყვანეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხდება დევნილების აღრიცხვა, ფასდება მათი მდგომარეობა და მიდის განსახლება.

მათი თქმით, დაახლოებით ათასი მოქალაქე წავიდა მათ მიერ არჩეულ მისამართზე, ხოლო კიდევ 1100-ს შესთავაზეს საცხოვრებელი.

მთელი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 ათასზე მეტი ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები