კიევი, ჩერკასი, ხარკოვი, ლვოვი, ხმელნიცკი და რივნის რეგიონი – ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა, გამთენიისას უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამიზნეებს შორის იყო  კიევი, ჩერკასი, ხარკოვი, ლვოვი, ხმელნიცკი და რივნის რაიონები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადეს.

      კიევი

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევს თავზე 20-ზე მეტი სამიზნე განადგურდა, რომლებიც გაშვებული იყო Tu-95MS -ის 10 სტრატეგიული თვითმფრინავიდან.

ჩერკასში რაკეტის ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტზე ჩამოვარდა.

უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განმარტა, რომ ჩერკასში სარაკეტო დარტყმის შედეგად სასტუმროს შენობა განადგურდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოა, რომ შენობაში 23 ადამიანი იმყოფებოდა, ნანგრევებში გაწმენდა გრძელდება.

ხანძარი გაუჩნდა იქვე არსებულ ბაზარს, დაშავებულია 7 ადამიანი.

ხარკოვში თავდასხმის შედეგად, საწყობის შენობა დაინგრა. გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ თავდასხმა განხორციელდა ექვსი რაკეტით, სავარაუდოდ  – S-300-ით. დაშავდა ორი მამაკაცი.

        კიევი,სამხედრო ადმინისტრაცია

შს მინისტრის ინფორმაციით, ლვოვის რეგიონში მტერმა სამრეწველო ზონას დაარტყა, არის ნგრევა და ხანძარი.

ქალაქ დროჰობიჩში რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა, დანგრეულია სახელოსნო და სამსართულიანი საწყობის შენობა. კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა კერძო ორსართულიან საწყობს.

დროჰობიჩში არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

მისივე ინფორმაციით, ნგრევა არის ასევე რივნეს რაიონშიც.

        ჩერკასი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები