ირაკლი კობახიძე – სებ-ის ვიცეპრეზიდენტების გადადგომაზე: მე რომ ვყოფილიყავი, საკუთარი ინსტიტუტისა და სახელმწიფოს მიმართ ცოტა განსხვავებული პასუხისმგებლობა მექნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის ორი ვიცეპრეზიდენტის – არჩილ მესტვირიშვილისა და პაპუნა ლეჟავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მე იქ რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, საკუთარი ინსტიტუტისა და სახელმწიფოს მიმართ ცოტა განსხვავებული პასუხისმგებლობა მექნებოდა. ის ნორმები, რომელიც კონსტიტუციაში ამ საკითხს ეხება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთრების უფლება, კონსტიტუციაში ჩადებულია 1995 წლიდან, იმიტომ, რომ ეფუძნება უზენაეს პრინციპებს. წესით, არამხოლოდ ნათია თურნავამ, იქ სხვა ვიცე – პრეზიდენტებმა, ყველა ადამიანმა, უნდა იცოდეს, არაიურისტმაც კი ეს ფუძემდებლური პრინციპები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები