ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8 ათასს გადააჭარბა, 10 ათასი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ Al-Arabiya-სთან საუბარში ლიბიის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქ დერნადან, რომელიც სტიქიის კერა გახდა, 30 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქალაქი დერნა , სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ
დერნას მერმა ტელეარხს განუცხადა, რომ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის მატება 20ათასამდე.
Libya al-Ahrar-ას ცნობით, ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის (GNU) ხელმძღვანელმა, რომლის დედაქალაქი ტრიპოლშია, აბდელ ჰამიდ დბეიბამ გასცა განკარგულება იმ თვითმფრინავებისთვის მოხდეს უფასო საწვავის შევსება, რომლებიც ქვეყანაში დასახმარებლად ჩადიან.
მისი თქმით, ადამიანების უმეტესობა ზღვამ წაიღო, მეთევზეებს ცხედრების ამოსაყვანად ბადეების გამოყენება უწევთ.
ლიბია 2011 წელს მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ორ მეტოქე ადმინისტრაციას შორის არის დაყოფილი.
ქვეყნის დასავლეთში ეროვნული ერთიანობის მთავრობაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს – პარლამენტი მართავს, რომელსაც ასევე წარმომადგენელთა პალატას უწოდებენ.
თუმცა, რაც უფრო ცხადი ხდება ნგრევის მასშტაბები, ორივე მხარეს შორის სოლიდარობის მაგალითები არსებობს პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, მათ შორის არის ტრიპოლიდან აღმოსავლეთით გაფრენილი დახმარების თვითმფრინავები.