საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჰააგაში გამართული ტურნირი, შერეულ ჩათვლაში ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ფინალში მასპინძელი ნიდერლანდები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
ოქრო თენგო ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გირეშიძემ აიღეს, ლუკა ბაბუცაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.