დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 11 სექტემბერს დაბლობსა და მაღალმთიან რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“12-13 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ძლიერი ქარი და ნალექი მოსალოდნელი არ არის. უკვე 14 სექტემბრიდან ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით მოიმატებს”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები