ეროვნული არქივის ინფორმაციით, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა, ყველა მათგანი არის გაციფრულებული

საქართველოს ეროვნული არქივი შენობის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა და ყველა მათგანი არის გაციფრულებული.

„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკემდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები