საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 1:7 დამარცხდა.
დღევანდელი მატჩის პირველი გოლი 22-ე წუთზე ესპანელმა ალვარო მორატამ გაიტანა, ხოლო 27-ე წუთზე კვირკველიას ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყანა მორიგ შეხვედრას 12 სექტემბერს, ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს.
ფოტო: პირველი არხი