“მოუშუშებელი ტკივილის 19 წელი” – ბესლანში სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება

ჩრდილოეთ ოსეთში 1-3 სექტემბერს ქალაქ ბესლანის No1 სკოლაში 2004 წლის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეები გაიმართება.

წინა წლების მსგავსად სამგლოვიარო ღონისძიებები მოიცავს ტერაქტის ადგილის ყვავილებით და გვირგვინებით შემკობა, დანგრეული სკოლის სპორტდარბაზში აინთება სანთლები, წუთიერი დუმილით, გაიმართება საღმრთო ლიტურგია და მსვლელობა სკოლიდან “ანგელოზთა ქალაქის” მემორიალურ სასაფლაომდე, სადაც 334 ბუშტს გაუშვებენ.

რესპუბლიკაში 2004 წლიდან სწავლა 5 სექტემბრიდან იწყება.

2004 წლის 1-ელ სექტემბერს დილით, ბესლანის სკოლაში ისლამისტი ტერორისტები შეიჭრნენ და 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები მძევლად აიყვანეს. სამი დღის განმავლობაში მძევლები დანაღმულ სკოლაში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.

​მესამე დღეს, რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, სკოლის აღება სცადეს რომლის შედეგად, შტურმის დროს 350 მძევალი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი იყო. 783-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ შამილ ბასაევმა აიღო, რომელმაც შესაბამისი განცხადება “კავკაზ-ცენტრის” საიტზე 2004 წლის 17 სექტემბერს გაავრცელა.

2004 წლის ტერაქტის გამოძიება დასრულებული არ არის. თავდასხმა გამოიძია რამდენიმე დამოუკიდებელმა კომისიამ, საექსპერტო ჯგუფმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, მაგრამ მრავალი გარემოება დღემდე დავის საგნად რჩება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მძევლების სიკვდილი მათი განთავისუფლების ოპერაციამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები