სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ მედიას ქალაქის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა, რობერტ მულაუძიმ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 52 ადამიანია დაშავებული.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში ვარაუდი ვრცელდება, რომ ხანძარი შესაძლოა, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.