რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონის ქალაქი რომნი დაბომბეს.
ჭურვი ერთ-ერთ საჯარო სკოლას მოხვდა, რასაც ორი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
სავარაუდოა, რომ ნანგრევებში კიდევ ორი მასწავლებელი რჩება.
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.