ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ო.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ცეცხლსასროლი იარაღი და 40 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.