ირაკლი კობახიძე: სტიქია იყო მყისიერი – საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის ცარიელი ტყუილი

„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ.

“უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. კიდეებში, სადაც ღვარცოფული მასის სიმაღლე 20 სანტიმეტრს, ნახევარ მეტრს შეადგენდა, ადამიანებს ჰქონდათ გამოსვლის საშუალება. რამდენი ხანი შეიძლება გაცუროს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ?! აქ საუბარია წუთებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები