ჯუანშერ ბურჭულაძე: როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება, ყოფილიყო

 

გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას როცა ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძეს დაუსვეს კითხვა, როგორ ფიქრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შოვზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და აქვს თუ არა კითხვები სტიქიასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა.

„ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება, ყოფილიყო. გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას როცა ეხება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს. ეს ცალსახაა. ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. პირადად მე არ დამრჩენია შეგრძნება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები