გიორგი წერეთელი: რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთელის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.

“ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული განცხადებები არის მცდელობა, რომ ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდროს საზოგადოებას იმისაა, რომ თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.

მინდა გითხრათ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთები გაიხსნება. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.

რიკოთის უღელტეხილზე 2019 წლიდან მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები. 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება ერთად და ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. ყველა კომპანია შერჩეულია დონორთა შეთანხმებით“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები