შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სტიქიის ზონაში ყველა სამუშაო სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული

“მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაო პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს და აქ ვერ დავიღლებით ამ მადლობის გადახდით, ვინაიდან ვხედავთ რა პირობებში უწევთ თითოეულ მაშველს ჯარისკაცს, პოლიციელს, სპეციალური ტექნიკის ოპერატორებს, ასევე, მოხალისეებს მუშაობა და ნამდვილად დასაფასებელია მათი ეს შრომა. აღტაცებას ჰგვრის ყველას, როდესაც ხედავ ამ პირობებში, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ. რაც შეეხება თავად ორგანიზებას, ვფიქრობ, რომ შტაბი, რომელიც შექმნილი იყო, ისიც იმსახურებს შექებას, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რამდენად ოპერატიულად მოხდა დიდი ძალის ტექნიკის მობილიზება, როგორც ადამიანური რესურსების მხრივ, რამდენად პროფესიონალურად დაიგეგმა მთლიანად შემდეგი პროცესი. სპეციალურად ახალი გზები გაიჭრა და მიიყვანეს სხვადასხვა ადგილზე. დღეს უკვე გზა სრულადაა გახსნილი, მართალია გრუნტის, მაგრამ კავშირი აღდგა გლოლასა და მამისონის უღელტეხილთან. ასე, რომ ამ მხრივ, დროებითი გზა აღდგენილია. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები