“ურტყამდნენ პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას” – ოკუპანტებმა ოდესის პორტები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესის პორტები დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია ელევატორი.

მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები „ისევ ურტყამდნენ პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, მან მსოფლიო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

“მსოფლიო უნდა რეაგირებდეს. როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები