საბერძნეთში უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს სამი სხვადასხვა მიმართულებით ებრძვიან.
ხანძრის პირველი კერაა ატიკაში ქალაქ კუვარასის მახლობლად, მეორე – ქალაქ ლუტრაკის მახლობლად კორინთის ყურის სანაპიროზე და მესამე ქალაქ დერვენოხორიასთან, ათენის ჩრდილოეთით, რომელიც ამჟამად ყველაზე სახიფათოა.
დერვენოხორიასთან მოქალაქეების ევაკუაცია გარდაუვალია, კერძოდ, ხალხი უნდა გამოიყვანონ პანორამას, პურნარის, პალეოხორას, აგია სოტირას რაიონებიდან.
ცეცხლის არეალი გაფართოვდა ვილასისა და ოინოისკენ ვრცელდება.
რაც შეეხება მოძრაობას, ის შეფერხებული იყო მანდრას კვანძიდან თებეს მიმართულებით ორივე ნაკადში.
დერვენოხორიას შედარებით ფართო ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ და კარ-ფანჯრების ჩარაზვისკენ მოუწოდეს.
ხანძარი აქტიურია ასევე, მეორე ლოკაციაზე – ლუტრაკიში, სადაც ადგილობრივი დროით, ღამის დაახლოებით 12 საათზე აგიოს ჩარალამბოსის დასახლებული პუნქტის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისთვის ზარალის ოდენობა უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დამწვარია ათობით სახლი, საწყობები და ფერმები.
შედარებით უკეთესი ვითარებაა მესამე მიმართულებით – კუვარში, კერატეასა და სარონიდებში. პერიმეტრის გასწვრივ აქტიური სახანძრო ფრონტი არ არის.
ხანძართან საბრძოლველად 4 ვერტმფრენი კანადამ უკვე გაგზავნა, საბერძნეთში ასევე ელოდებიან Canadair-ის ტიპის 4 ვერტმფრენს საფრანგეთიდან და იტალიიდან.
ამავდროულად, საჰაერო ძალების თვითმფრინავმა 20 პაციენტი, მათ შორის 1 ბავშვი, ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან და კორფუდან საავადმყოფოებში გადაიყვანა.