თბილისში წუხელ მაღაზია დააყაჩაღეს და კონსულტანტი სცემეს

    თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა ყაჩაღებმა სუპერმარკეტი „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს. მძარცველებმა მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მაღაზიიდან 3000 ლარამდე თანხა გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები