ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციისთვის პირი დააკავეს (ვიდეო)

სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ რევია დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ვახტანგ რევია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე დამზადება-რეალიზაციას, რითაც იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე ვახტანგ რევია დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tLjPaFiGf0E&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები