შსს-მ ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ფასანაურში დააკავა (ვიდეო)

შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბ. დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა რომ ვლადიმერ ბ-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვლადიმერ ბ. დამნაშავე პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Yq-jgt4O-Cc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები