„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ახალ სამოქმედო გეგმას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო

ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე და გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძესა და კომიტეტის აპატარის უფროსს, დენის სალუქვაძეს შეხვდნენ,  – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა გარემოს დავის მიმართულებით არსებული სამოქმედო გეგმა წარადგინა . შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ჯორჯიან მანგანეზში სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, გარემოს დაცვის კუთხით, არსებობს პროგრესი და ახალი სამოქმედო გეგმაც აღნიშნული მიმართულების შენარჩუნებას ითვალისწინებს. სპეციალური მმართველის ახალი სამოქმედო გეგმა ორწლიანია და მისი მიზანია მდინარე ყვირილის შლამისგან დაბინძურებით შექმნილი პრობლემის მოგვარება და მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებულ ტერიტორიებზე სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები