ნატოს სამიტი დღეს გაიხსნება

უელსში დღეს ნატოს სამიტი ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისა და მასპინძელი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მიმართვით გაიხსნება. პირველი შეხვედრა სამიტის ფარგლებში ავღანეთის საკითხზე გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები, ISAF-ის კონტრიბუტორები, ასევე იაპონია, ყაზახეთი, პაკისტანი და გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ მიიღებენ. დღესვე გაიმართება ნატო – უკრაინის კომისიის სხდომაც, რომელზეც მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
გარდა ამისა, დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თავიანთ კოლეგებთან ასპირანტი ქვეყნებიდან (საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია), რომელშიც, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ალიანსის პარტნიორი 24 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები