ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა (ფოტო)

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, განვითარდა მეწყერული პროცესები; დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, სოფლებში შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ოზურგეთის მერის მოადგილეებმა – გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები მოინახულეს და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცეს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები