ინდოეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანია დაღუპული, ქვეყნის 6 ჩრდილოეთის შტატში.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
ყველაზე მეტად სტიქიის შედეგად დაზარალებული ნიუ-დელი, სადაც გზები თითქმის მთლიანად დაიტბორა, დაიხურა ყველა სკოლა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ მთის რაიონები, ექვსი ადამიანი დაიღუპა ჰიმაჩალ პრადეშში, სადაც მეწყერმა 700-მდე გზა ჩახერგა.
ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილოეთის ნაწილში მეტი ნალექი იქნება.