მილანში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი დაშავდა

მილანში, Casa dei Coniugi-ის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა.

ამის შესახებ ANSA იტყობინება.

დაღუპულთა შორის ხუთი ქალი და ერთი მამაკაცია. დაშავებულებს კვამლით მოწამვლა აქვთ, არცერთ მათგან დამწრობა არ აღენიშნება.

იტალიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ორი პაციენტი საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, 14 მძიმე მდგომარეობაშია, 65 კი – ნაკლებად მძიმე.

ცნობილია, რომ ხანძარი ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა და შენობას მოედო.

გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადა ამ ეტაპზე ცეცხლის განზრახ გაჩენას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები