ზურაბ ჩხაიძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს.
“ახლა სტაციონარში რადგან იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შეესაბამება იმას, რომ უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში მკურნალობაზე. პაციენტი როცა გამოჯანმრთელდება, ორი ვარიანტი აქვს, თუ ის არის სამოქალაქო პირი, ბრუნდება საკუთარ ოჯახში, თუ ის არის პენიტენციური დაწესებულება, გაუმჯობესების შემდეგ ბრუნდება დაწესებულებაში, საიდანაც იქნა მოყვანილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს. ნამდვილად არის კრიტერიუმები, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომ ის უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში. რა თქმა უნდა, კარგად მყოფი ადამიანი კლინიკაში არ წევს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.